ევრო ეზო – 32-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია

Image Alt

ჩვენ შესახებ

d

ჩვენი ისტორია

a
კომპანია «ევრო ეზო» დაარსდა 1988 წელს და საქართველოს ბაზარზე დღემდე ლიდერთა სიაშია. ეზოში დაწყებული მეურნეობა დღეს 23 ჰექტარს ითვლის. ყოველ წელს იმაღლებს კვალიფიკაციას. ესწრება სემინარებსა და გამოფენებს, ეცნობა ევროპულ საბაღე მეურნეობებს და ახალ ტექნოლოგიებს. სწორედ ამიტომ «ევრო ეზომ» აღზარდა მრავალი,ახლა უკვე პროფესიონალი მებაღე.
a
ჩვენმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ საშუალება მოგვცა ქობულეთში გაგვეშენებინა 23 ჰექტარზე საბაღე მეურნეობა 5 სათბურით, რამაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის საბაღე კულტურის ამაღლებაში.
a
კომპანიამ მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტი გაამწვანა, როგორიცაა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბულვარი და თავად ქალაქი ბათუმი, უმაღლესი დონის სასტუმრო «საირმე რესორტი», «სევსამორადა» და სხვა მრავალი ეზო თუ ბაღი. მეურნეობის გაშენებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. სწორედ ამიტომ გვერდით გადავდეთ ყველა საქმე და ყველა თანამშრომელი ჩავრთეთ საბაღე ცენტრის განვითარებაში. გამოვიყვანეთ და გავამრავლეთ ათასობით ჯიშის ხე-მცენარე, ყვავილები და ბალახები, რაც საშუალებას გვაძლევს თავისუფლად გავამწვანოთ ნებისმიერი ობიექტი.
a
2022 წელს კი «ევრო ეზო» უბრუნდება თბილისს, განახლებული ძალებით, უზარმაზარი ხუჯინითა და გამოცდილებით.
2022 წელს კი «ევრო ეზო» უბრუნდება თბილისის ბაზარს. ვგეგმავთ, რა მიწის შეძენას თბილისში და ევროპული სტილის საბაღე ცენტრის მშენებლობას.