ევრო ეზო
ჩვენ შესახებ
ჩვენი ისტორია იწყება 1988 წელიდან
დროიდან, როცა საქართველოში ჯერ კიდევ იშვიათად არსებობდა ორგანიზაციები, რომლებიც პროფესიონალურად საქმიანობდნენ გამწვანების მიმართულებით. დღეს, თითქმის ოთხი ათწლეულის შემდეგ, ჩვენ კვლავაც ვმუშაობთ ერთი და იმავე მიზნისთვის: შევქმნათ სივრცეები, სადაც ბუნება და ადამიანი ერთმანეთთან ჰარმონიაშია.
ევრო ეზოს მცენარეებმა ჩემი ეზო ნამდვილ ოაზისად აქცია — ლამაზი, ჯანმრთელი და გამძლე ნერგები მივიღე. მომსახურება იყო ზუსტად ისეთი თბილი და პროფესიონალური, როგორც ველოდი.

ნანა ქავთარაძე
ჩვენ ვართ პირველი ხელი – არ ვმუშაობთ როგორც გადამყიდველები. ჩვენი ყველა მცენარე მოყვანილია და წარმოებულია ჩვენივე სანერგეებში, შესაბამისად, ადაპტირებულია საქართველოს კლიმატთან და ადგილობრივ პირობებთან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მომხმარებელს ვაძლევთ არა მხოლოდ ევროპულ ხარისხს, არამედ ქართულ ფასებსაც
კომპანიის ასორტიმენტი
მოიცავს 200-ზე მეტ სახეობას, რაც გაძლევთ საშუალებას ნებისმიერი ბაღის, ეზოს თუ ლანდშაფტის მოწყობისას შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მცენარე:
- წიწვოვანი მარადმწვანე
- ფოთლოვანი მარადმწვანე
- ფოთლოვანი ფოთოლმცვენი
- ბუჩქები – მარადმწვანე და ფოთლოვანი
- დეკორატიული ბალახები
- მარადმწვანე ხეები
- ფოთოლმცვენი ხეები
- მოყვავილეები
- ვარდი – მხვიარა, ბუჩქი, გართხმული და ჯუჯა სახეობები